
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 3 ივნისს ანკარაში მისი ინაუგურაციის დღეს მოკლე შეხვედრა ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. როგორც “Armenpress”-ი იუწყება, ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას განაცხადა.
„ის, რომ ფაშინიანმა გამოეხმაურა ჩვენს მოწვევას (რედ. თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად) მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ფაშინიანმა მიიღო ჩვენი მოწვევა, გადალახა მრავალი დაბრკოლება. მადლობა გადავუხადე ფაშინიანს მოწვევის მიღებისთვის“, – წერს თურქული Hürriyet-ი.







