საფრანგეთი დგას სომხეთის გვერდით სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად – კოლონა

არც ერთი ქვეყანა არ იჩემს იმდენ ძალისხმევას სომხეთსა და მის მეზობელ აზერბაიჯანს შორის სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, როგორც საფრანგეთი. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტში უპასუხა რა ფრანგი ევროპარლამენტარის კითხვას, თუ რა დახმარებას უწევს ქვეყანა სომხეთს.
მინისტრმა გაიხსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და ადრეჯანის პრეზიდენტის ხუთმხრივი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის აქტიური შუამავლობით გაიმართა. კოლონამ ასევე ილაპარაკა მაღალი დონის შეხვედრის შესახებ, რომელიც 21 ივლისს ბრიუსელში უნდა გაიმართოს და ამერიკელი პარტნიორების აქტიურ მონაწილეობაზე, რომლებთანაც საფრანგეთი მჭიდროდ ურთიეთობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს, როდესაც საქმე დაძაბულობის დეესკალაციას ეხება და შეახსენა, რომ აპრილში ეწვია რეგიონს, რათა დაეხმაროს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევაში. კოლონამ დაძაბულობის შემცირების ინსტრუმენტად აღნიშნა ევროკავშირის მისია სომხეთში, რომელიც, მისი თქმით, დიდწილად საფრანგეთის ძალისხმევით შეიქმნა და რაც ხელს უწყობს დეესკალაციას.







