
სრ ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევს წინადადება გაუგზავნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის კომისიების სხდომის ჩატარების შესახებ.
ამის შესახებ Armenpress-ს განუცხადეს ვიცე-პრემიერ გრიგორიანის ოფისში.
წინადადების მიზანი, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის გამომწვევი აქტუალური პრობლემური საკითხების განხილვაა.







