არცახი სწრაფად ვარდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის უფსკრულში. არტაკ ბეგლარიანი საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო ნაბიჯებს ელის

არცახი სწრაფად მიექანება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის უფსკრულში და ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და აღკვეთოს მოსალოდნელი ტრაგედია. Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, არტაკ ბეგლარიანი წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და თანდართულ ფოტოებს აქვეყნებს, აზერბაიჯანულმა ჯავშანტექნიკამ როგორ გადაკეტა ერთადერთი გზა არცახსა და სომხეთს შორის.

„არცახი უკვე 191 დღეა აზერბაიჯანის ბლოკადაშია და ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებისა და ჰუმანიტარული ტვირთის ძალიან შეზღუდული გადაადგილება ორგანიზებული იყო მხოლოდ წითელი ჯვრის და სამშვიდობო ძალების მიერ.
ახლა კი, 6 დღეა არცახის 120 ათასი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში და ალყაშია, ყოველგვარი მიწოდებისა და გადაადგილების გარეშე, წითელი ჯვრის და სამშვიდობო ძალების მიერაც კი.

თანდართულ ფოტოებზე ასახულია, აზერბაიჯანის ჯავშანმანქანებმა როგორ გადაკეტეს ბოლო დღეებში ერთადერთი გზა არცახსა და სომხეთს შორის თავიანთ უკანონო საგუშაგოსთან. ესაა მათი „თავისუფალი გადაადგილების“ გარანტია, რომ სამყაროს ასე ატყუებენ, რომ ბლოკადა არ არის?
„არცახი სწრაფად მიექანება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის უფსკრულში და ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ტრაგედია ერთმანეთზე გადაბრალების ნაცვლად.

ჩვენ ველით ყველაზე გადაუდებელ და პრაქტიკულ ნაბიჯებს სომხეთის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ყველა სხვა აქტორის მხრიდან, ხოლო სომხებისგან მთელ მსოფლიოში, დიდ ზეწოლას ყველა მათგანზე“, – ნათქვამია პოსტში.







