ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ძალისხმევა ჩაიშალა. დღის წესრიგში შევიდა ლაჩინის დერეფნის საკითხი

აზერბაიჯანის დელეგაციის ძალისხმევა, არ დაეშვა ლაჩინის დერეფნის საკითხის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის დღის წესრიგში ჩართვა, ჩაიშალა.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის წევრმა ვლადიმერ ვარდანიანმა.
„საპარლამენტო ასამბლეამ ეს საკითხი მიმდინარე სესიის დღის წესრიგში აბსოლუტური უმრავლესობით შეიტანა“, – განაცხადა დეპუტატმა.
აქტუალურ თემაზე დისკუსია 22 ივნისს გაიმართება.
აზერბაიჯანმა უკანონოდ დაამონტაჟა საგუშაგო ლაჩინის დერეფანში, ჰაკარის ხიდზე. სომხეთისა და არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ეს ნაბიჯი არის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დარღვევა.
მეტიც, 15 ივნისს ჰაკარის ხიდთან აზერბაიჯანული პროვოკაციის შემდეგ, უკანასკნელმა აკრძალა ლაჩინის დერეფნის გავლით ყოველგვარი ჰუმანიტარული მგზავრთა და ტვირთის გადაზიდვა.







