პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია ქუჩის ბრძოლისთვის ემზადება. მამიჯანიანი

საპარლამენტო ოპოზიცია ქუჩის ბრძოლისთვის ემზადება. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ფრაქცია “მაქვს პატივი” ლიდერმა ჰაიკ მამიჯანიანმა და დასძინა, რომ მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.
„ახლა დეტალებს არ ვასახელებ, მაგრამ ჩვენ ვატარებთ მოსამზადებელ ნაბიჯებს ქუჩის ბრძოლისთვის“, – განაცხადა მამიჯანიანმა.
მან აღნიშნა, რომ თარიღებზე ვერ საუბრობს. ერთ მომენტში მან ხაზი გაუსვა, რომ მათ ბევრი დრო არ აქვთ.







