პოლიტიკა

ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ არ ცნო სომხეთმა ომის დროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 44-დღიანი ომის დროს სომხეთმა არ სცნო მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რადგან ამ შემთხვევაში ომის შეჩერება 9 ნოემბერსაც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ამის შესახებ ფაშინიანმა 2020 წლის 27 სექტემბერს გაჩაღებული სამხედრო ოპერაციების გარემოებების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის ღია სხდომაზე განაცხადა. ამის შესახებ წერს   Armenpress-ი.

ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა ვაჰაგნ ალექსანიანმა  გაიხსენა „სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“  ვიცე-პრეზიდენტის არმენ აშოტიანის სიტყვები იმის შესახებ, თუ   რატომ არ ლაპარაკობდა ფაშინიანი 44-დღიანი ომის დროს არცახის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობაზე.

თუ რატომ არ აღიარეს ყარაბაღის დამოუკიდებლობა 44-დღიანი ომის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: „ძალიან მარტივი მიზეზის გამო. 9 ნოემბერსაც კი შეუძლებელი იქნებოდა ამ ომის შეჩერება“.

ნახეთ მეტი
Back to top button