პოლიტიკა

თაგუჰი თოვმასიანმა რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში პასიურობის გამო გააკრიტიკა

რუსი სამშვიდობოების არსებობის პირობებშიც კი სომხურმა მხარემ განიცადა როგორც ადამიანური, ასევე ტერიტორიული ზარალი მთიან ყარაბაღში. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 3 ივლისს, ეროვნულ ასამბლეაში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაგუჰი თოვმასიანმა.

„გვყავს როგორც მსხვერპლი, ასევე დაჭრილი. არ დაგავიწყდეთ იგივე შემთხვევა ფარუხში. დაზარალებულები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, განსაკუთრებით მინდორში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაქოს არ აფერხებს რუსული სამშვიდობო ძალების არსებობა“, – განაცხადა თოვმასიანმა.

მან ყველას მოუწოდა, რეალობის წინაშე დადგნენ და ილუზიებს არ დაემორჩილონ. „არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ იქ რუსეთის წარმომადგენლები იქნებიან, მაშინ ომს თავიდან ავიცილებთ. არა, ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. ომი გარდაუვალია. რუსებისა და მათი სამშვიდობოების ყოფნა არანაირად არ ზღუდავს აზერბაიჯანის იმპერიულ ამბიციებს. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button