საზოგადოება

კალიფორნიიდან უფრო მეტი სომეხი ბრუნდება ისტორიულ სამშობლოში:  KQED

ჰოვიკ მანუჩარიანი ავიდა თვითმფრინავში და დაბრუნდა ქვეყანაში, სადაც ომი მიმდინარეობდა.

2020 წელია შემოდგომა იყო, ის გრძნობდა,  რომ სამშობლო, სომხეთი, უხმობდა დახმარებისთვის –  წერს პორტალი KQED.

„ის მარტო არ არის. ბევრი სომეხი, რომელიც გაიზარდა ქვეყნის გარეთ, ხშირად კალიფორნიაში, ბრუნდებიან  სამშობლოში საპირისპირო მიგრაციის წესით. ისინი ეძებენ უფრო მჭიდრო კავშირს თავიანთ კულტურასთან და საზოგადოებასთან და იყენებენ შეერთებულ შტატებში შეძენილ უნარებს, რათა შეცვალონ სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც ბევრმა უფრო  ისტორიებით იცის, ვიდრე საკუთარი გამოცდილებით“, – წერს მედია.

ეს საპირისპირო მიგრაცია თავის გაცვლენას ახდენს.  ისინი კალიფორნიიდან ხსნიან ბიზნესს და არაკომერციულ ორგანიზაციებს. ზოგი მუშაობს სომხეთის მთავრობაში, ზოგი ეხმარება სომხეთის ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას ან მუშაობს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ იშიშებს ჭრილობებს  აზერბაიჯანთან 44-დღიანი ომის შემდეგ არცახის ტერიტორიაზე.

33 წლის ნანორ ბალაბანიანი ქვეყანას ზაფხულში ესტუმრა სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. მათ ჩაატარეს  კომპიუტერის გაკვეთილები შორეულ სომხურ სოფელში იმ ტექნიკით,  რომელიც იყიდეს კალიფორნიაში თანხების შეგროვების შემდეგ.

ბალაბანიანმა პირველი ზაფხულში დაწყებული სამუშაო გადააქცია სრულფასოვან არაკომერციულ ორგანიზაციად სახელწოდებით “დამალული გზის ინიციატივა”, (The Hidden Road Initiative),  რომელიც ეხმარება განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და სომხურ სოფლებში ლიდერობის შესაძლებლობებს.

ბალაბანიანის შრომა  მაგალითია ინტელექტის  საპირისპირო დინებისა, რაც სომხეთში ხდება. ლოს-ანჯელესიდან და შტატის სხვა რეგიონებიდან განათლებულ, კვალიფიციურ მუშაკებს  თავიანთი კვალიფიკაცია უკან ჩამოაქვთ  სომხეთში, ნაცვლად იმისა, ვინც ტოვებს ქვეყანს  (შეერთებულ შტატებში შესაძლებლობების საპოვნელად), ხაზგასმით აღნიშნავს მედია.

28 წლის მიქაელ მათოსიანი, რომელიც გაიზარდა სან ფერნანდოს ველში და მუშაობდა ლოს-ანჯელესში განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში. ახლა თავის ცოდნას სომხეთში იყენებს.

დიასპორაში გაზრდილი ადამანისათვის სომხეთში გადასვლა არ ყოფილა  ადვილი ნაბიჯი. მათ ენის ბარიერის გადალახვაც უწევთ.  მათოსიანი და მრავალი სხვა კალიფორნიელი საუბრობენ დასავლურ სომხურზე, რომელზეც ჩვეულებრივ საუბრობენ მათი შთამომავლები, როცა  დატოვეს ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც ანექსირებული იყო თურქეთის მიერ სომხების გენოციდის დროს.

ნახეთ მეტი
Back to top button