
სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის მეღრი წითელი ხაზია, მეღრში დერეფანი არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა., ილაპარაკა რა რუსეთის სურვილზე, განათავსოს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ძალები აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე.
მელქონიანის თქმით, გზები და კომუნიკაციები შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ისინი უნდა იყოს სომხეთის კონტროლის ქვეშ და არა რუსების.
დეპუტატი იხსენებს, რომ რუსებმა ბაზები მოაწყვეს ეღეგნაძორისა და ჯერმუკის გზებზე, დიდი ჯარი გაგზავნეს სიუნიქში და „იმ ჯარს არაფერი გაუკეთებია“. მელქონიანის თქმით, პირიქით მოხდა: როცა აზერბაიჯანმა შეუტია ჯერმუკის, ვარდენისის მიმართულებით, აიღო ტერიტორიები, რუსებმა ბაზები შეტევამდე სამი-ოთხი საათით ადრე დატოვეს.
საგამოძიებო კომისიას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მეღრში სამშვიდობოების განლაგება მისთვის წითელი ხაზია და აღნიშნა, რომ დისკუსიების შედეგად მიაღწიეს ტექსტს, სადაც არაფერია ნათქვამი ტერიტორიის გავლით დერეფნის შექმნაზე. საუბარია მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, 7 რეგიონის დაბრუნებაზე, ლაჩინზე დერეფნის შექმნაზე და იქ და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებაზე. „9 ნოემბერს დილით მე ხელი მოვაწერე იმ ტექსტს“, – განაცხადა პრემიერმა.
„თავისუფლებასთან“ საუბარში მელქონიანმა აღნიშნა, რომ 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ სომხეთისთვის მუსაობდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა ყველა პუნქტი შეასრულა, აზერბაიჯანს კი 50 პროცენტიც არ შეუსრულებია.
„ჩვენ მივეცით ხწაბერდი, დანარჩენი ტერიტორიები რუსებმა თანდათან გადასცეს აზერბაიჯანელებს და წინ მიდიან, ლაჩინის დერეფანიც მისცეს, ყველაფერი მისცეს და ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ დაუცავთ. გარდა ამისა, ახლა ლაჩინის დერეფნის პრობლემაა. მათი მთელი მიზანია დერეფნის აზერბაიჯანელებისთვის გადაცემა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ ძლიერნი, რომ იქ ჯარი არ იქნას განთავსებული, ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, ჩვენ თვითონ უნდა შევინარჩუნოთ მისი უსაფრთხოება“, – განაცხადა დეპუტატმა.







