
აზერბაიჯანმა, მას შემდეგ, რაც ლაჩინის დერეფანში არალეგალური გამშვები პუნქტი მოაწყო, არაერთხელ აკრძალა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გადაადგილებაც კი, მათ შორის სამედიცინო ევაკუაცია, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.
ამის შესახებ სომხეთის ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დამატებითი საერთაშორისო ძალისხმევა და მოქმედებებია საჭირო მთიანი ყარაბაღის 7-თვიანი ბლოკადის მოსახსნელად და ეთნიკური წმენდის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ბადალიანი.







