მარუკქიანი აზერბაიჯანის წარმომადგენლის პოსტს გამოეხმაურა

სპეციალური დავალებების მქონე ელჩი ედმონ მარუქიანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ჰიკმეთ ჰაჯიევის განცხადებას, რომ ლაჩინის დერეფანი ღიაა და საგუშაგოს არანაირი კავშირი არ აქვს ტრაგედიასთან.
ედმონ მარუქიანმა დაწერა:
„აზერბაიჯანის წარმომადგენელი უსირცხვილო ტყუილს ავრცელებს ძველი ოჯახური ვიდეოს გავრცელებით და ცდილობს დაფაროს თავისი ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკა. აზერბაიჯანში მძევლად ყავს 120 000 ეთნიკური სომეხი, მათ შორის 30 000 ბავშვი, წყვეტს მათ დანარჩენ სამყაროს, წყვეტს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებას და შიმშილით კლავს. სწორედ ამის დამალვას ცდილობს ჰაჯიევი თავისი ყალბი განცხადებით.
მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შედეგად მთიანი ყარაბაღის შვილები, 3 წლის ლეო და 6 წლის გიტა დაიღუპნენ. ამ დანაშაულზე უშუალო პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის მთავრობას ეკისრება“.







