მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აძლიერებს აზერბაიჯანის პასუხისმგებლობას მთიან ყარაბაღში გაღრმავებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე  –   პრემიერ მინისტრი

პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა გაეროს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული საგუშაგოს დაყენების თაობაზე სომხეთის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ გასულ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირებასთან დაკავშირებით. სომხეთის რესპუბლიკის განცხადების საფუძველზე სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა 22 თებერვალს მიღებული იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება, რომლითაც იგი აზერბაიჯანს ავალდებულებდა მიეღო ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ლაჩინის დერეფანში   ადამიანების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ორივე მიმართულებით.

„ასეთი გადაწყვეტილებით სასამართლომ ფაქტობრივად დააფიქსირა, რომ აზერბაიჯანმა არ შეასრულა მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინა გადაწყვეტილების ხელახალი დადასტურება არ იქნებოდა საჭირო. ეს არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, 6 ივლისის გადაწყვეტილების 28-ე პუნქტში სასამართლომ აღნიშნა სომხური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ გარემოსდამცველების ე.წ. დერეფანი შეიცვალა  აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს დაყენების გამო, რომ საქმის არსი ამით  არ იცვლება, რადგან ლაჩინის დერეფნით გადაადგილების შეწყვეტის შედეგები მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის იგივეა, რაც 2023   წლის თებერვალში იყო,  შესაბამისად სასამართლოს მიდგომა და იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაც იგივე რჩება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლისა და 6 ივლისის გადაწყვეტილებებში არის გარკვეული ნიუანსური განსხვავებები.

„თუ თებერვალში აზერბაიჯანის მთავრობამ თქვა, რომ გარემოსდაცვითი აქცია მის მიერ არ იყო ორგანიზებული და ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების სპონტანური ქმედება, ახლა მას ამის თქმის საშუალება არ აქვს, რადგან ახლა ლაჩინის დერეფანი გადაკეტილია აზერბაიჯანის სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედებების გამო. შესაბამისად, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს და კიდევ უფრო აძლიერებს აზერბაიჯანის მთავრობის პასუხისმგებლობას მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button