პოლიტიკა

აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ ტერიტორიულ მისწრაფებებს „აკანონებს“

აზერბაიჯანი ქმნის „საფუძველს“ სომხეთის მიმართ თავისი ტერიტორიული ამბიციების „დაკანონებისთვის“.

News.am-ის ინფორმაციით, როგორც აზერბაიჯანული მასმედია იუწყება, აზერბაიჯანის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“. გადაწყვეტილების თანახმად, „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციისას სააღრიცხვო განყოფილებებსა და საკონსულო განყოფილებაში ინფორმაცია დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ იწერება არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დასახელების შესაბამისად.

„სომხეთის რესპუბლიკაში მდებარე ადგილების სახელწოდებები ჩაიწერება აზერბაიჯანის ისტორიული ადგილის სახელების შესაბამისად, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – ნათქვამია მასმედიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button