პოლიტიკა

კანადა შეუერთდება ევროკავშირის მისიას სომხეთში

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა კანადის ინიციატივას, გახდეს სომხეთში ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ნაწილი, ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე.

„ჩვენ მივესალმებით კანადის ინიციატივას, გახდეს ევროპული სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ნაწილი სომხეთში და მივიჩნევთ, როგორც მისიის როლის მნიშვნელოვან წვლილს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში“, – აღნიშნავს სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button