პოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გასამართი სამმხრივი შეხვედრის დღის წესრიგის საკითხები წარმოადგინა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მოსკოვში 25 ივლისს გაემგზავრება.

Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„იქნება ორმხრივი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამმხრივი შეხვედრა რუსეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებთან. დღის წესრიგშია რეგიონული უსაფრთხოება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები“, – ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

ნახეთ მეტი
Back to top button