ეკონომიკა

სომხეთმა თავისი პოზიცია 23 პუნქტით გააუმჯობესა გაეროს “CIP ინდექსის” მიხედვით (ცხრილი).

გაეროს სამრეწველო განვითარების ფონდმა (UNIDO) გამოაქვეყნა 2023 წლის კონკურენტული ინდუსტრიული მაჩვენებლები (CIP). ინდექსი, რომელიც აფასებს ქვეყნების საქონლის წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობებს არა მხოლოდ კონკრეტულ წელს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იგი წარმოადგენს 153 ქვეყნის შესაძლებლობებს, მათ ტექნოლოგიურ პროგრესს და გლობალურ გავლენას წარმოების საქმიანობაზე.

ამ ინდექსით სომხეთმა რეიტინგი საგრძნობლად გააუმჯობესა, 2012 წლის 116-ე ადგილის ნაცვლად, ამჟამად 93-ე ადგილზეა.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა, ლაოსმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ვიეტნამმა ასევე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ სომხეთმა პოზიციები დანარჩენებთან შედარებით 23 პუნქტით გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ლიდერი კვლავ გერმანიაა, როგორც მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი წარმოების სექტორის მქონე ქვეყანა, რომელიც ამ პოზიციაზეა 2001 წლიდან.

გერმანიის შემდეგ რეიტინგში პირველ ხუთ ადგილს ჩინეთი, ირლანდია, კორეის რესპუბლიკა და აშშ იკავებენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, რომელიც ამჟამად მეორე ადგილს იკავებს, მას შემდეგ რაც  1990 წლიდან  დააფიქსირა შთამბეჭდავი ზრდა და დინამიკა, თანდათან შეამცირა სხვაობა გერმანიასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button