საზოგადოება

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლაჩინის დერეფნის ბლოკირება

  ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (WCC) მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ მოხსნას მთიანი ყარაბაღის ბლოკადა, რადგან 120 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30 000 ბავშვი, განიცდის მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„რადგან ჰუმანიტარული კრიზისი ალყაში მოქცეულ მთიან ყარაბაღში  ტრაგიკულ დონეებს აღწევს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის განცხადებებს და პოზიციებს საერთაშორისო თანამეგობრობის სასწრაფო და დაუყოვნებელი მოქმედების აუცილებლობის შესახებ“, – თქვა ემს-ის გენერალურმა მდივანმა ჯერი პილეიმ. „ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთს აკავშირებს, შვიდ თვეზე მეტია გადაკეტილია, რამაც ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა შექმნა და 120 000 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვები, დიდ საფრთხეშია.

მოსახლეობას არ აქვს საკვები, წამალი, დენი და გაზი. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ და სწრაფად ჩაერიოს ბლოკადის დასასრულებლად და არცახის ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად, შემდეგ კი დაიწყოს ძალისხმევა დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოსაძებნად რეგიონში სამართლიანი მშვიდობის დამყარებისთვის. “ – თქვა პილეიმ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს აზერბაიჯანს და სხვა ჩართულ ძალებს დაუყოვნებლივ მოხსნას ბლოკადა და განაახლონ მოძრაობა  ლაჩინის დერეფნით.

ნახეთ მეტი
Back to top button