მთავარიპოლიტიკა

რატომ არ უზრუნველყოფს რუსული სამშვიდობო ძალები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას  მთიან ყარაბაღში, თუ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მას არ გადაუკეტია ლაჩინის დერეფანი  – ფაშინიანი

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის გადაკეტილი, საჭიროა მოვისმინოთ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განმარტება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 3 აგვისტოს სხდომაზე განაცხადა.

„რატომ არ უზრუნველყოფენ ისინი (რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარები – რედ.) სომხეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლას მთიან ყარაბაღში, თუ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მას არ გადაუკეტია ლაჩინის დერეფანი?

ვფიქრობ, ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია და ჩვენმა ორგანოებმა შესაბამისად უნდა იმუშაონ, რომ მივიღოთ განმარტებები ამ საკითხზე“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button