
სომხეთის სპეციალური დავალებებით ელჩი ედმონ მარუქიანი თვლის, რომ დღეს არის შესაძლებლობა აღკვეთოს მთიანი ყარაბაღის სრული ეთნიკური წმენდა, დაცული იქნას 120 ათასი სომეხისსამშობლოში ღირსეულად ცხოვრების უფლება.
ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ მიკრობლოგში დაწერა.
„30 წლის განმავლობაში ეუთო და სხვა საერთაშორისო აქტორები უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ხოლო 22.07.23 წელს გაკეთებული კომენტარით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფაქტიურად აღიარა, რომ მისი „უვადო მისია ომის მოგება იყო“.
მარუქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვდგავართ 2020 წლის ომის საშინელი შედეგების წინაშე, რომელიც აზერბაიჯანმა გააჩაღა მსოფლიო წესრიგისა და კანონის ყოველგვარი ნორმისა და პრინციპის დარღვევით, მაგრამ დღეს არის შესაძლებლობა აღკვეთილი იქნას მთიანი ყარაბაღის სრული ეთნიკური წმენდა, დაცული იქნას 120 ათასი სომეხისსამშობლოში ღირსეულად ცხოვრების უფლება.
„შეწყვიტეთ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა“, – წერს ის.







