საზოგადოება
სომხეთში მინიმალური პენსია 3,4 პროცენტით აჭარბებს სასურსათო კალათის ყოველთვიურ ღირებულებას

2023 წელს სასურსათო კალათის თვიურმა ღირებულებამ I კვარტალში შეადგინა 36 188 დრამი (93,73 $ ), მე-2 კვარტალში – 34 825 დრამი (90,20$). ამის შესახებ ინფორმაციას შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პირველი კვარტალის მინიმალური პენსია უკვე 3,4%-ით აჭარბებს სასურსათო კალათის ყოველთვიურ ღირებულებას.
ანუ მთავრობის 2021-2026წწ. პროგრამით დაგეგმილი შედეგი – 2026წ. მინიმალური პენსიის გაზრდა სასურსათო კალათის ყოველთვიურ ღირებულებამდე, შესრულებულია 3 წლით ადრე.







