
გაეროს ექსპერტები მოუწოდებენ აზერბაიჯანს, მოხსნას ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და დაასრულოს ჰუმანიტარული კრიზისი.
ამის შესახებ გაეროს ჟენევის ოფისმა Twitter-ზე განაცხადა. „ბლოკადის მოხსნით ხელისუფლებას შეუძლია შეამსუბუქოს ათასობით ადამიანის ტანჯვა მთიან ყარაბაღში და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ნაკადი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია წერილში.








