
როგორც “არმენპრესი” იუწყება, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა, საერთაშორისო პრესის პუბლიკაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორის, ლუის ოკამპოს მოხსენების შესახებ X-ის (ყოფილი “ტვიტერის” ) მიკრობლოგზე გამოაქვეყნა.
„საერთაშორისო პრესა წერს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შესახებ და ასევე მიუთითებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორის, მორენო ოკამპოს დასკვნებზე. ლაჩინის დერეფნის არაადამიანური ბლოკადისა და აზერბაიჯანის რეალური მიზნის თავისუფალი და ობიექტური გაშუქება მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანის უწყვეტი პროპაგანდის წინააღმდეგ“, – წერს ანი ბადალიანი.







