
ზემო ლარსის საგუშაგოს დაგეგმილი რეკონსტრუქციის ფარგლებში, 17-26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ხაზებზე ასფალტის სამუშაოები განხორციელდება. წერს „Armenpress“-ი.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაიდან ირკვევა, სამუშაოები, კერძოდ, სატვირთო და მსუბუქი სამგზავრო მანქანების მოძრაობის ზოლებზე განხორციელდება, რომლებიც დროებით, ეტაპობრივად, ექსპლუატაციიდან გამოვა, რის შედეგადაც საგუშაგოს გამტარუნარიანობა თანდათან შემცირდება.
რუსეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო მოქალაქეებს და გადამზიდველებს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის სიმძლავრის შესაძლო შემცირების შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, განიხილონ სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები. ასევე რეკომენდებულია სამუშაოების განხორციელების გათვალისწინებით საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის დაგეგმვა.







