
სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა თავისი ახალი წინადადებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის რესპუბლიკის ერთგულებას სამშვიდობო დღის წესრიგისადმი. უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავუგზავნეთ ჩვენი ახალი წინადადებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.







