
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
,,პირველი საინფორმაციოს” გადმოცემით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის ყოველდღიურ გაღრმავებას, ასევე მის დასაძლევად და მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ძალისხმევის მნიშვნელობას.







