ფრანგულ ჰუმანიტარულ კოლონას მყ-ში შესვლა აუკრძალეს, ამის შესახებ პარიზის მერმა ანა იდალგომ თავის პლატფორმა X მიკრობლოგზე განაცხადა.
მან ფოტო გააზიარა ლაჩინის დერეფნიდან, სადაც იმყოფება სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად.
„აქ, ლაჩინის დერეფანში, ჩვენ თვითონ ვხედავთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება მყ-ში ვერ შევა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა. ჩვენი 10 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა დაბლოკილია. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი და ეს გადაუდებელია“, – წერს ანა იდალგო.
ანა იდალგო სომხეთში 30 აგვისტოს ჩავიდა, რათა პირადად გაჰყოლოდა მყ-ში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას და გაეწია სასწრაფო დახმარება სახელმწიფოსთვის.







