
რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ იმ მისიას, რომელიც იკისრეს სამმხრივი დეკლარაციით. ამის შესახებ გაზეთ La Repubblica-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უპასუხა რა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უშლის ხელს რუსეთს ჩაერიოს, რათა პატივი სცეს 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს უნდა გაეკონტროლებინა მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით.
„ამ კუთხით შეფასებას ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ დავეთანხმო ფორმულირებას, რომ არსებითად დიახ, გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ სამმხრივ დეკლარაციაში დაკისრებულ მისიას. და ეს არის სერიოზული შეშფოთების მიზეზი. და, ფაქტობრივად, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ამ შემთხვევაში უსაფრთხოება, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის უზრუნველყოფილი და ეს მართლაც შემაშფოთებელი ფაქტია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.







