საზოგადოება
სომხეთის მუდმივი მოსახლეობა შეადგენს 2 მილიონ 932 ათას 731 ადამიანს

სომხეთის სტატისტიკურმა კომიტეტმა 2022 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩატარებული აღწერის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
შესაბამისად, სომხეთის მუდმივი მოსახლეობა 2022 წელს 2 მილიონ 932 ათას 731 ადამიანს შეადგენდა.მაშინ როცა 2021 წელს ის 3 მილიონ 018 ათას 854 იყო, 2020 წელს კი – 3 მილიონ 213 ათას 011.
სომხეთში მყოფი მოსახლეობა 2022 წელს 2 მილიონ 689 ათას 438 ადამიანს შეადგენდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 871 ათას 771 იყო, 2020 წელს კი – 3 მილიონ 2 ათას 594 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა მოიცავს სრ-ში მუდმივად მცხოვრები და ჩამოთვლის დროს მყოფი და დროებით არმყოფი მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებლების ჯამს.







