პოლიტიკა

მაკრონი სომხეთს უახლოეს დღეებში არ ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთს უახლოეს დღეებში არ ეწვევა. სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ინფორმაციით, მსგავსი ვიზიტი არ იგეგმება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი სომხეთში 9-10 სექტემბერს აპირებს ვიზიტს. ასევე აღინიშნა, რომ მაკრონი ერევნის შემდეგ ბაქოსაც ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ აპირებს მოლაპარაკებებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან და გამოვიდეს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მთიანი ყარაბაღის მოგვარების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button