
სომხეთი სრულად მოახდინებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
„მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციიდან გამომდინარე, ის სრულად იქნება რატიფიცირებული. მას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ცნო 1998 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2022 წელს მთავრობამ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოგვიანებით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდება (რომის სტატუტი) რატიფიცირებისთვის ეროვნულ ასამბლეას გადაუგზავნა.
ხელისუფლება კვლავ დაუბრუნდა რომის სტატუტის აღიარების საკითხს, რადგან ამ პროექტის დასაბუთებით, ისინი ხედავენ აზერბაიჯანის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას.







