პოლიტიკა
ბაქომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას – ოლაფ შოლცი

ბაქოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავის X გვერდზე დაწერა.
„მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია ძალიან კრიტიკულია. ბაქოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – წერს გერმანიის კანცლერი.







