პოლიტიკა

მთიან ყარაბაღში ორი მსხვერპლიდან ერთი ბავშვია. არის 11 დაჭრილი

19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შედეგად სომხურ მხარეს მინიმუმ ორი მსხვერპლი ჰყავს, რომელთაგან ერთი ბავშვია. ამის შესახებ X (ყოფილი Twitter) გვერდზე განაცხადა არცახის უფლებადამცველმა გეღამ სტეფანიანმა.

„მრავალი მსხვერპლი და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობიდან, მათ შორის ბავშვები. მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანული თავდასხმების შედეგად არის მინიმუმ ორი მსხვერპლი, მათ შორის ერთი ბავშვი, ასევე 11 დაჭრილი, მათ შორის 8 ბავშვი“, – წერს გეღამ სტეფანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button