
როგორც მოსალოდნელი იყო, აზერბაიჯანმა ხორვატიული „ქარიშხლის“ ოპერაციის საკუთარი ვერსია წამოიწყო, როგორც ჩანს, სომხებით დასახლებული ყარაბაღის სრულად დაბრუნების მიზნით. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის ექსპერტმა ლოურენს ბროერსმა თავის X მიკრობლოგში დაწერა.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ სტეფანაკერტში და სხვა ადგილებში სამიზნეებზე უპილოტო და საარტილერიო დარტყმების შესახებ.
ეს თავდასხმა ტერიტორიის 9-თვიან ალყას მოჰყვა. ალყის სისასტიკე ივნისის შუა რიცხვებიდან გაძლიერდა. ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა ფიზიკურად დასუსტებულია, არ არის საკმარისი საკვები და მედიკამენტები, საწვავი სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებისთვის.







