აზერბაიჯანმა რუბენ ვარდანიანი 4 თვით დააკავა

ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ რუბენ ვარდანიანის საქმეზე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შეთითხნილი ბრალდებები განიხილა და რუბენ ვარდანიანს აღკვეთის ღონისძიება 4 თვის ვადით შეურჩია.
ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იტყობინება.
მანამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის მიმართ ცრუ ბრალდებები გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, რუბენ ვარდანიანს ბრალი წაუყენეს 214-1 (ტერორიზმის დაფინანსება), 279.3 (კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ორგანიზაციების ან ჯგუფების შექმნას და საქმიანობა) და 318.1 (უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უკანონო ჩამოსვლა) მუხლებით.
რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანმა სომხეთისკენ მიმავალ უკანონო ჰაკარის საგუშაგოზე დააკავა.







