საზოგადოება

სომხეთში შობადობამ  გარდაცვლილთა  რაოდენობას 8700-ით გადააჭარბა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთის რესპუბლიკაში 26 ათას 882 დაბადება დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სტატისტიკური კომიტეტიდან ვიგებთ.

წყაროს ცნობით, ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათას 107 შეადგინა.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში რესპუბლიკაში ქორწინების 12 ათას 19 და განქორწინების 3 ათას 363 შემთხვევა დაფიქსირდა.

სასაზღვრო გამშვები პუნქტების მიერ განხორციელებული რეგისტრაციების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკაში შემოსულთა რაოდენობა 3 მილიონ 671 ათას 691-ს შეადგენს, გასვლების რაოდენობა კი – 3 მილიონ 682 ათას 325-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button