
აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში გატაცებულ ვაგიფ ხაჩატრიანს ბაქოში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გარანტიების დაუცველად.
ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა სრ ადამიანის უფლებათა დამცვლმა ანაჰიტ მანასიანმა.
„საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ“, – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბაქოს სასამართლომ ვაგიფ ხაჩატრიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.







