საზოგადოება
ირინა ხაკამადა აღფრთოვანებულია სომხური ხაშითა და ლავაშით

რუსი მწერალი ირინა ხაკამადა გატაცებულია სომხური ხაშით. ცოტა ხნის წინ ირინა სომხეთს ეწვია, სადაც სომეხი მეწარმეებისთვის დახურული ლექცია გამართა. ამის შესახებ წერს style.news.am-ი.
ინსტაგრამის გვერდის Stories განყოფილებაში მან სომხური სამზარეულოს შთაბეჭდილებები გააზიარა. „დილის ხაში -ეს გადარჩენაა. სომხური საუზმე, ლანჩი და ვახშამი ერთ თასში“, – დაწერა მან ფოტო.
ერთ-ერთ ვიდეოში ხაკამადა ხალისით ჭამს ახლად გამომცხვარ ლავაშს და ხუმრობს: „სომხურ რადიოს ეკითხებიან: რა არის სომხური სამზარეულო?“ რაზეც რადიო პასუხობს: „კუჭის გამარჯვებაა გონებაზე“… ამგვარად, გონებაც გამითიშა“, – ხუმრობს ხაკამადა.
ხაკამადამ გარნის „ქვების სიმფონიის“ ფოტოც გამოაქვეყნა.







