საზოგადოება

სომხეთის ბაზარზე ფულის გადარიცხვის სერვისი TransferGo შემოდის (ფოტო)

როგორც news.am-ი წერს, TransferGo-მ, წამყვანმა საერთაშორისო ონლაინ ფულის გადარიცხვის სერვისმა, გამოაცხადა სომხეთში თავისი გაფართოების შესახებ.  ახლა ევროპის ქვეყნებში მომუშავე და მცხოვრები სომხები რამდენიმე წუთში შეძლებენ უცხოეთიდან სომხური ბანკების ბარათებზე თანხის გადარიცხვას. ფულის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც სომხურ დრამში, ასევე აშშ დოლარში ან ევროში.

TransferGo შეიძლება გახდეს შეუცვლელი ინსტრუმენტი საზღვარგარეთ მომუშავე სომხეთის მოქალაქეებისთვის. დაბალი საკომისიოების, სწრაფი ფულის გადარიცხვის სისტემისა და აპლიკაციის მრავალენოვანი ინტერფეისის წყალობით, სერვისის კლიენტებს შეუძლიათ მართონ თავიანთი ფინანსები რაც შეიძლება ეფექტურად და გაგზავნონ ფული სამშობლოში დამატებითი სერვისის საფასურის გარეშე.

„TransferGo-ში ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ფულის გადარიცხვა. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ჩვენი მომხმარებლების ხარჯები და დავზოგოთ დრო ფულის ყოველი გადარიცხვით, ვეხმარებით მათ შეინარჩუნონ შრომით მიღებული სახსრები. ჩვენ ვმუშაობთ და მუდმივად ვუმჯობესდებით ჩვენი მომხმარებლების ახალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახლა შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენი მომსახურება ევროპაში მცხოვრებ სომხებს“, – თქვა TransferGo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა დაუმანტას დვილინსკასმა.

ნახეთ მეტი
Back to top button