
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიები ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე შეიკრიბებიან. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.
„წინასწარი შეთანხმების თანახმად, 30 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე, გაიმართება ორი ქვეყნის -სომხეთის რესპუბლიკიდან – სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის და აზერბაიჯანის მხრიდან – აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი შეხვედრა“, – აღნიშნა ბადალიანმა.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც სომხეთს შესთავაზა შეხვედრის გამართვა სახელმწიფო საზღვარზე სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ამას მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც სომხურმა მხარემ შესთავაზა აზერბაიჯანს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე სადემარკაციო კომისიების სხდომის ჩატარება.







