მთავარიპოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იმედოვნებს, რომ ფაშინიანი სანკტ-პეტერბურგში დსთ-სა და  EEU -ს სამიტებს  დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ელოდება, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში სანქტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) სამიტებს დაესწრება. იტყობინება TASS-ი.

„ვფიქრობ, რომ (რედ.: სომხეთის წარმომადგენლები) ჩამოვლენ სანკტ-პეტერბურგში, სადაც გაიმართება დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალური ტრადიციული შეხვედრა და იქნება EAEU-ს ოფიციალური შეხვედრა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაზე (რედ.: EAEU) პრეზიდენტობა ჩვენგან გადადის სომხეთზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ფაშინიანი მოვა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისაგან ესტაფეტას ჩაიბარებს“, – განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button