პოლიტიკა

არ შეიძლება სომეხი ჯარისკაცი მოკლა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და იმის თქმა, რომ რევანშიზმის გეშინია. სიმონიანმა უპასუხა ალიევს

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ მათ არ სურთ ომი, მაგრამ შეშფოთებულნი არიან სომხეთში “რევანშიზმის მომწიფებით” და სჭირდებათ გარანტიები, რომ მსგავსი პროცესები არ მოხდეს. როგორც იუწყება Armenpress-ი, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ალენ სიმონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს გარანტიები თავის პოლიტიკაში უნდა ეძებოს.

„ეს გარანტია მან ჯერ საკუთარ თავში და პოლიტიკაში უნდა ეძებოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული აზერბაიჯანულ მხარეზე. არ შეიძლება ესროლო სომეხ ჯარისკაცს, მოკლა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და თქვა: „მეშინია რევანშიზმის“. შეუძლებელია სამშვიდობო შეთანხმების შეხვედრებზე არ მიხვიდე და თქვა: „მეშინია რევანშიზმის“. გეშინიათ რევანშიზმის?, ნორმალური ურთიერთობი დაამყარე მეზობლებთან, თქვენს უშუალო მეზობლებთან, რომლებსაც ვერ შეცვლით“, – აღნიშნა სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button