ეკონომიკა

წელს ეკონომიკური ზრდა 8,3 პროცენტი იქნება, მომავალ წელს – 6,1 პროცენტი. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი

,,News.am” წერს, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის ბოლოს მოსალოდნელზე მაღალი იქნება. ამის შესახებ 12 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სრ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა.

მისი განმარტებით, წლიური ეკონომიკური ზრდა 8,3 პროცენტი იქნება. მისი თქმით, მომავალ წელსაც არის მოსალოდნელი სტაბილური ზრდა. „საუბარია 6,1 პროცენტიან ზრდაზე“, – დასძინა გალსტიანმა.

მისი თქმით, შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რასაც სამშენებლო და მომსახურების სექტორის მაღალი ზრდა უზრუნველყოფს. „ზრდის მთავარი მამოძრავებელი მოხმარებაა. ოქტომბრის მონაცემებით საცალო ვაჭრობა 17%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button