ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთს ევროკავშირის გზაზე მიანიშნა

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ მოუწოდა „აეხსნაs სომეხ ხალხს, რომ არსებობს გზა უფრო აყვავებული ცხოვრებისკენ“.
ერევანში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელმა მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი და „მზადყოფნა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯებზე“. მისი თქმით, თემა რთულია, ამას ათეულობით წელი დასჭირდება, მაგრამ „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ კადრების მომზადებას“.
ცაჰკნამ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყნების მხარდაჭერის იდეა ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეგზისტენციალური ხასიათისაა. „ევროკავშირის ქვეყნებს ესმით, რომ გაფართოების გადაწყვეტილებები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ათეულობით წელიწადი ელოდნენ თავიანთი გზის განვითარებას“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პოლიტიკური განცხადებების გვერდით არის პრაქტიკული ნაბიჯებიც. მისი თქმით, საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც სურთ დემოკრატიის განვითარება და სომხეთი ერთ-ერთი მათგანია. სომხეთს ძალიან ძლიერი ლიდერები ჰყავს, დარწმუნებულია მინისტრი და „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ “. „ყველაფერი რთულია და ჩვენ ეს ვიცით. მეორეც, საუბარია არა მხოლოდ სტაბილურობაზე, არამედ იმაზეც, რომ აუხსნა შენს ხალხს, რომ არის გამოსავალი, არის გზა უფრო აყვავებული ცხოვრებისაკენ“, – განაცხადა მინისტრმა და მაგალითად მოიყვანა მისი ქვეყნის ცხოვრების დონე, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ იყო. „შესაძლებელია, თუ დაიცავთ დემოკრატიის წესებს, გამოამჟღავნებთ თავისუფლების ნებას, გაატარებთ რეფორმებს. ესტონელები მზად არიან მხარი დაგიჭიროთ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გზავნილის მნიშვნელობას რეგიონში გაფართოების შესახებ. დადგა დრო, რომ ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება, იმედი მაქვს ეს მოხდება, დაასკვნა მან.







