მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღელი სომხების უფლებები გარანტირებული უნდა იყოს აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში –  მიშელი

ყარაბაღის სომხების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში, განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში და დასძინა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მოლაპარაკებებს ამ საკითხზე ბაქოს ხელმძღვანელობასთან

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეთნიკურ სომხებს უნდა ჰქონდეთ დაბრუნების ან აზერბაიჯანის იმ ნაწილის მონახულების უფლება და მათი უსაფრთხოება და უფლებები გარანტირებული უნდა იყოს. უმცირესობათა დაცვასთან დაკავშირებით არის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც უმცირესობების უფლებები უნდა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა მიშელმა.

„ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხური მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ყარაბაღის სომხებს უნდა მიეცეთ უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო გარანტიები. არის თუ არა ამ საკითხზე მინიშნება სამშვიდობო შეთანხმებაში, თუ მან დაკარგა აქტუალობა ყარაბაღის დეპოპულაციის შემდეგ?“ – „თავისუფლების“ კითხვას ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ არ სურს ჩაღრმავება  დეტალებში, ერთი კი ნათლია, რომ ამ საკითხის გარანტი აზერბაიჯანის ხელისუფლება უნდა იყოს.

„ჩვენ ბევრს ვუკავშირდებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ თემაზე, რათა გავზარდოთ სიფხიზლე და ვცდილობთ დავარწმუნოთ იმაში, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას  სურს  უმცირესობების დაცვა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. ეს არის პოლიტიკური დებატები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესს ევროკავშირის პრიორიტეტულ საკითხში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button