დასავლეთი აცხადებს, რომ ევროპის საზღვრები სომხეთში მთავრდება – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების შესახებ

ევროკავშირი შემოდის კავკასიის რეგიონში, ამბობს საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო თავისუფლად შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროკავშირის ყველა მოთხოვნას შესრულებს. რაც შეეხება რეგიონს, ის იწყებს ახალ გზას, რომელიც აღინიშნება იმით, რომ ევროკავშირი ხელმისაწვდომი ხდება კავკასიის რეგიონისთვის, ამბობს „რადიოლურის“ რესპოდენტი.
გიორგი ტუმასიანი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება სომხეთთანაც დიდ კავშირშია.
„ევროპულ გაერთიანებას გააზრებული ჰქონდა, რომ თუ საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებდნენ, ამით შეიღზუდებოდა სომხეთის შესაძლობლობაც ევროკავშირთან დაახლოების საკითხში. თუ ბოლო დრომდე დემოკრატიისა და ევროპის საზღვარი მთავრდებოდა საქართველოში, ახლა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პარალელურად, დასავლეთი აცხადებს, რომ ევროპის საზღვარი სომხეთში მთავრდება. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლითაც სომხეთს ეძლევა ისტორიული შესაძლებლობა, გახდეს ამ უსაფრთხოების სისტემის ნაწილი სომხურ-ქართული ურთიერთობების კონტექსტში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის შემდგომ რეალობაში“, – ამბობს საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი.







