ამა წლის მონაცემებით სომხეთში სიღარიბე მკვეთრად შემცირდება – ეკონომიკის მინისტრი

დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შედარებით დაბალი დონის ფონზე, სიღარიბის დონე მკვეთრად დაეცემა. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელოც ტარდებოდა სლოგანით: „სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა: შრომის სფეროს მომავლის ცვლილება ტექნოლოგიური გარდაქმნებისა და კრიზისის ეპოქაში“
მან შეახსენა, რომ სომხეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ზონაშია და ორი წელია მსოფლიოს ათი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სიაშია. როგორც წესი, ამას თან ახლავს მაღალი ინფლაციის ფონი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ არ გამოიწვიოს სიღარიბის დონის მატება“, – დასძინა მინისტრმა.
მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიო ბანკის პროგნოზისა, რომ 2023წ․ სომხეთში სიღარიბის დონე შესაძლოა 26,5-დან 39,6 პროცენტამდე გაიზარდოს, თუმცა მთავრობამ მოახერხა ამ მაჩვენებლის შემცირება.
ქერობიანმა შეახსენა, რომ არსებულ გამოწვევებს ემატება მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილი ათიათასობით ადამიანის დასაქმების აუცილებლობა.
მისი თქმით, დღევანდელი ცვლილებები შრომის ბაზარზე მოითხოვს სოციალური სამართლიანობის ცვლილებას მთელ მსოფლიოში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სოციალური თანასწორობის შენარჩუნება მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში.
„Goldman Sachs“ ბანკის პროგნოზებით, მომავალში 300 მილიონი სამუშაო ადგილი დაიხურება და მათ ადგილს ხელოვნური ინტელექტი დაიკავებს. გარკვეული მონაცემებით, სამუშაო ადგილების დაახლოებით 27 პროცენტი უკვე მაღალი რისკის ზონაშია“, – განაცხადა მინისტრმა.







