მთავარიპოლიტიკა

სრ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით გაიმართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

როგორც სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრთა საბჭოს წევრების გარდა, სხდომას ასევე ესწრებოდნენ რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, ეროვნული კრების სპიკერი ალენ სიმონიანი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი, სრ საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი, სრ ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“  თავმჯდომარე ჰაიკ კონჯორიანი.

წყაროს ცნობით, სხდომაზე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან, სომხეთის რესპუბლიკის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთიანი მართვის ავტომატიზირებულ სისტემასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

აღნიშნულია, რომ მოხსენებებით  გამოვიიდნენ სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ედვარდ ასრიანი, ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი და სხვა ოფიციალური პირები.

ნახეთ მეტი
Back to top button