
ინდოეთი სომხეთთან სარაკეტო სისტემების შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ იტყობინება პორტალი Indian Defense Research Wing, მინიშნებას აკეთებს რა ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციაზე (The Defense Research and Development Organization).
კერძოდ, ინდოეთი დაინტერესებულია BrahMos-ის ზებგერითი ფრთიანი რაკეტებითა და Pralay-ის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მოწოდებით.
ამბობენ, რომ Pralay-ის რაკეტის მანძილი 150-დან 500 კმ-მდეა, ხოლო BrahMos-ის რაკეტა 290 კმ-მდე.
სომხეთთან პოტენციური შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ინდოეთის თავდაცვის ექსპორტისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ერევანთან, აღნიშნა წყარომ.







