
აზერბაიჯანთან მოსალოდნელი მოლაპარაკებების დროს სომხეთი შეეცდება მიიღოს განმარტებები, თანახმაა თუ არა აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებული სამი პრინციპის საფუძველზე.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, საბოლოოდ აზერბაიჯანი თანახმაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს სამ პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას სომხეთის რესპუბლიკასთან?
„ეს სამი პრინციპი შეთანხმებული იქნა 14 მაისს და 15 ივლისს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და ჩემი სამმხრივი შეხვედრების შედეგად. ამ პრინციპებიდან პირველი შემდეგია: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაგებით, რომ სომხეთის ტერიტორია 29800 კვადრატული კილომეტრია, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორია 86600 კვადრატული კილომეტრი. მეორე პრინციპი არის ის, რომ დელიმიტაციის პროცესის პოლიტიკური საფუძველია ალმათის დეკლარაცია. სხვათა შორის, ალმათის დეკლარაცია არის დასაბუთება, თუ რატომ ვამბობთ, რომ სომხეთის ე.წ ტიტულოვანი ტერიტორია 29800 კვადრატული კილომეტრია, რადგან სომხეთის რესპუბლიკა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შედეგად ჩამოყალიბდა. ანუ სსრკ-ის ტერიტორიით ჩამოყალიბდა სომხეთის რესპუბლიკა. ალმათის დეკლარაციის თანახმად, 12-მა რესპუბლიკამ, რომელმაც ხელი მოაწერა მას, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ, დააფიქსირეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას და სუვერენიტეტს“,-დაწვრილებით აღნიშნა პრემიერ მინისტრმა და დასძინა, რომ ამ პრინციპის შემდგომი განვითარების საფუძველზე. მიღწეული იქნა გაგება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რუკები 1974 წლიდან 1990 წლამდე.
მესამე პრინციპი არის რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, რომელიც ეფუძნება ურთიერთობისა და თანასწორობის პრინციპს, ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის პატივისცემას.
„ახლა თუ გავაანალიზებთ განცხადებებს, გაუგებარია, დარწმუნებით ვერ ვამტკიცებთ, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს ამ სამი პრინციპის საფუძველზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, მაგრამ ასევე დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ამ სამი პრინციპის მიმართ. მოლაპარაკების დროს საჭიროა ამ საკითხების და ნიუანსების გარკვევა“, – განაცხადა პრემიერმა.
„როგორც იცით, სადემარკაციო კომისიების ფორმატში მაინც იგეგმება დისკუსია რუკებთან და საზღვრებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზღვრის დემარკაციის საკითხებზე დაგეგმილ დისკუსიებს, თუ იქნება შემდგომი მოლაპარაკებები, გაკეთდება დასკვნები, მზად არის თუ არა აზერბაიჯანი ამ პრინციპების საფუძველზე მშვიდობაზე, თუ უარს ამბობს მათზე“, – განაცხადა ფაშინიანმა. მისი დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, საჭიროა დაზუსტება, თუ რას გულისხმობენ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობაში. „ამ საკითხების გარკვევა არის მოახლოებული მოლაპარაკებების პროცესის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ჩვენ უნდა ვცადოთ“, – დაასკვნა ნიკოლ ფაშინიანმა.







